სალომე სამადაშვილი - დემოკრატიული არჩევნები განსაზღვრავს ნატო-სთან თანამშრომლობის პერსპექტივას, სტოლტენბერგის განცხადებაში ეს ნათლად ამოვიკითხეთ
31 ოქტომბერს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები სხვა ბევრ რამესთან ერთად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ნატო-სთან თანამშრომლობის პერსპექტივას, ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, მგონი, ეს გზავნილი ნათლად ამოვიკითხეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნათელია გზავნილი, როცა ნატო-ს გენერალური მდივანი ერთი მხრივ უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს და იმედს გამოთქვამს, რომ გაგრძელდეს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები, მეორე მხრივ კი, საუბრობს ისეთ პრობლემებზე, როგორიც არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და აფრთხილებს ქვეყანას, რომ მოახლოებული არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანი ტესტი იქნება.
„ჩვენ ვიცით, რომ პირველ რიგში ნატო-ში გაწევრიანება ეფუძნება ჩვენი ქვეყნის მხრიდან იმ ღირებულებების გაზიარებას, რომლის გარშემოც არის გაერთიანებული ეს ალიანსი, რომელიც არის სამხედრო პოლიტიკური ალიანსი და ეფუძნება საერთო პოლიტიკურ ღირებულებებს, როგორიც არის დამოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა. როცა ერთი მხრივ, ნატო-ს გენერალური მდივანი უცხადებს მხარდაჭერას ჩვენს ქვეყანას და იმედს გამოთქვამს, რომ გაგრძელდეს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები ნატო-სა და საქართველოს შორის და მეორე მხრივ, საუბრობს ისეთ პრობლემებზე, როგორიც არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და გვაფრთხილებს, რომ მოახლოებული არჩევნები იქნება უკიდურესად მნიშვნელოვანი ტესტი ჩვენი ქვეყნისთვის, ვფიქრობ, რომ გზავნილი არის ძალიან ნათელი. 31 ოქტომბერს დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები განსაზღვრავს სხვა ბევრ რამესთან ერთად ჩვენი ქვეყნის ნატო-სთან თანამშრომლობის პერსპექტივას. დღეს, ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ გაკეთებულ განცხადებაში მგონი, ეს გზავნილი ძალიან ნათლად ამოვიკითხეთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.