სალომე სამადაშვილი - დავით ბაქრაძე წლების მანძილზე იცავდა „ქართული ოცნების“, ივანიშვილის ინტერესებს და დიპლომატიურ სამსახურში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობაზე წარადგინეს
საქართველოს პრეზიდენტმა სწორად აღნიშნა, რომ დავით ბაქრაძეს არაფერი გაუკეთებია ქვეყნის ინტერესების დასაცავად ვაშინგტონში და ამიტომ იკავებდა თავს მისი დანიშვნის ბრძანების ხელმოწერისგან, რატომ გადახედა საკუთარ გადაწყვეტილებას, ამაზე განმარტება საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თმით, დავით ბაქრაძე წლების მანძილზე იყო „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული ელჩი, რომელიც ვიწროპარტიულ ინტერესებს ემსახურებოდა, იცავდა „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს.
„მისი დაჯილდოება მოხდა იმით, რომ ის წარადგინეს დიპლომატიურ სამსახურში ერთ-ერთ ყველზე მნიშვნელოვან თანამდებობაზე. გაერო-ში ელჩი არის შეიძლება ითქვას, ყველაზე მაღალი რანგის დიპლომატიური თანამდებობა. საქართველოს პრეზიდენტმა სწორად აღნიშნა, რომ დავით ბაქრაძეს არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად ვაშინგტონში და ამიტომ თავს იკავებდა მისი დანიშვნის ბრძანების ხელმოწერისგან. რატომ გადახედა საკუთარ გადაწყვეტილებას, ამაზე განმარტება საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს. ჩემი აზრია, რომ ბატონი ბაქრაძე არის პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი, რომელიც ემსახურებოდა „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა.
მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია.