სალომე სამადაშვილი - დამშვიდდით მეგობრებო, საერთოდ არაფერი დასრულებულა
დამშვიდდით მეგობრებო, საერთოდ არაფერი დასრულებულა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სამადაშვილის განცხადებით, მთავარი ბრძოლა ჯერ წინ არის.
„დამშვიდდით მეგობრებო, საერთოდ არაფერი დასრულებულა. თავდაყირა დადგა ოცნება და საცოდავი, ერთი-ორი პროცენტის განსხვავებით მიითვისა გამარჯვება.
წინ ბევრი საქმეა, ესეც რომ ვეღარ შეძლოს. მაგრამ მერწმუნეთ – ასეთი დასუსტებული არ ყოფილა ხელისუფლება, გასული ცხრა წლის მანძილზე.
მიხეილ სააკაშვილი, იმედი მაქვს, შეწყვეტს შიმშილობას. მისი მომხრეებისთვის დღეს ეს გამხნევება იქნება. მისი სიცოცხლის საფრთხეში აღმოჩენა კი, სრულიად საპირისპირო ეფექტს მოახდენს – საერთო ეროვნულ დეპრესიას და უიმედობას გამოიწვევს.
მთავარი ბრძოლა ჯერ წინაა“, – წერს სალომე სამადაშვილი.