სალომე სამადაშვილი - დამხობა არ ნიშნავს მაინცდამაინც რევოლუციურ გადატრიალებას
20 ივნისის მოვლენებს აუცილებლად უნდა მოყოლოდა ხელისუფლების თუ გინდათ დამხობა დაარქვით, თუ გინდათ გადადგომა, თუ გინდათ ჩამოშლა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, 20 ივნისის მოვლენებს აუცილებლად უნდა მოყოლოდა ხელისუფლების დასასრული ქვეყანაში.
„ჩემი ინტერპრეტაცია და ჩემი ხედვა არის, რომ 20 ივნისის მოვლენებს აუცილებლად უნდა მოყოლოდა ხელისუფლების თუ გინდათ დამხობა დაარქვით, თუ გინდათ გადადგომა, თუ გინდათ ჩამოშლა. დამხობა არის ხელისუფლების, როდესაც მოხდება ძალიან სერიოზული შეცდომა, როდესაც დანაშაულს ჩაიდენს ხელისუფლება თავისი ხალხის წინაშე, როგორც ეს გააკეთა 20 ივნისს გახარიამ და ბიძინა ივანიშვილმა. თვალები დათხარეს საკუთარ მოქალაქეებს. ამის შემდეგ ასეთ ხელისუფლებას უწევს ძალაუფლების დატოვება და ამას ჰქვია დამხობა ხელისუფლების. დამხობა არ ნიშნავს მაინცდამაინც რევოლუციურ გადატრიალებას. ვისაც რევოლუცია ელანდება და რევოლუციის ეშინია, ის შეიძლება ასეთ ინტერპრეტაციას უკეთებს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ დიახ, 20 ივნისის მოვლენებს აუცილებლად უნდა მოყოლოდა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასასრული ჩვენს ქვეყანაში. ეს მოხდება წელს, ახლა როდესაც დაიწყო 2020. ეს იქნება უკანასკნელი წელიწადი ივანიშვილის მმართველობის, ჩვენს წინაშე არის ამოცანა, რომ ეს მოხდეს უმტკივნეულოდ“, – განაცხადა სამადაშვილმა.