სალომე სამადაშვილი - ჩვენი ევროპელი კოლეგები თუ ჩამოყალიბდებიან, რომ მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი აქვს, ჩვენ უარს არ ვიტყვით
სალომე სამადაშვილი - ჩვენი ევროპელი კოლეგები თუ ჩამოყალიბდებიან, რომ მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი აქვს, ჩვენ უარს არ ვიტყვით

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სადამაშვილის განცხადებით, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გაგრძელების შესაძლებლობა არსებობს, თუ საერთაშორისო პარტნიორები მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებენ.

როგორც სამადაშვილი აცხადებს, მოლაპარაკების გაგრძელების შესაძლებლობა უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

„მომავალ კვირას იგეგმება მსჯელობა ევროკავშირის საგარეო მინისტრების სხდომაზე, სადაც იმსჯელებენ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე. თუ ჩამოყალიბდებიან იმგვარად ჩვენი ევროპელი კოლეგები, რომ აქვს აზრი მოლაპარაკებების გაგრძელებას და მედიაციის პროცესს, ჩვენ ჩვენი მხრიდან უარს არ ვიტყვით მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. თუმცა, ის, რომ შედეგი დაიდოს, ამას სჭირდება პოზიციების ფუნდამენტური გადახედვა „ქართული ოცნების“ მხრიდან. მე ვერ განვიხილავ მოლაპარაკებების პროცესის დეტალებს. ყველა საკვანძო საკითხზე „ქართულმა ოცნებამ“ დააფიქსირა ისეთი პოზიციები, რომელმაც შეთანხმება გახადა შეუძლებელი“, – განაცხადა სამადაშვილმა.