სალომე სამადაშვილი - მთავარი ბოდვა, რაც კანდიდატის სტატუსის თემაზე არსებობს, არის ილუზია, რომ სტატუსი ამ ქვეყნის დასავლურ მომავალს შეუქცევადს გახდის
ჩემთვის გაუგებარია, რატომ ვერ ხვდება ხალხი, რომ რუსული ხელისუფლება თუ დარჩა ქვეყნის სათავეში, კანდიდატის სტატუსს არანაირი ღირებულება არ ექნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სალომე სამადაშვილმა აღნიშნული კომენტარის სახით დაწერა.
„მთავარი ბოდვა, რაც ამ თემაზე არსებობს, არის ილუზია, რომ კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნის დასავლურ მომავალს შეუქცევადს გახდის და რაიმე სახის დაცვაა რუსეთის გავლენის გაზრდისგან. რუსული ხელისუფლება თუ დარჩა ქვეყნის სათავეში, არანაირი ღირებულება რომ არ ექნება ამ სტატუსს, რატომ ვერ ხვდება ხალხი, ჩემთვის გაუგებარია“, – წერს სალომე სამადაშვილი.