სალომე სამადაშვილი - ვადამდელი არჩევნები, რომელიც შეცვლის ხელისუფლებას სწრაფად, კი ბატონო, მაგრამ ამას სჭირდება სისტემური ცვლილებები ბევრ საკითხზე
სალომე სამადაშვილი - ვადამდელი არჩევნები, რომელიც შეცვლის ხელისუფლებას სწრაფად, კი ბატონო, მაგრამ ამას სჭირდება სისტემური ცვლილებები ბევრ საკითხზე

„ლელოს“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლება რაც უფრო სწრაფად შეიცვლება, უკეთესია ამ ქვეყნისთვის, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ადამიანები ქვეყნიდან გარბიან.

სამადაშვილის თქმით, მისი ამოცანაა ხელისუფლების რაც შეიძლება სწრაფად შეცვლა.

„ერთი წლის განმავლობაში 100 ათასმა ადამიანმა გადაწყვიტა, ქვეყანა დაეტოვებინა. მე თუ მკითხვთ, ხელისუფლების რაც შეიძლება სწრაფად შეცვლაა ჩემი ამოცანა და არა ვადამდელი არჩევნები. ვადამდელი არჩევნები, რომელიც შეცვლის ხელისუფლებას რაც შეიძლება სწრაფად, კი ბატონო, მაგრამ ამას შესაბამისი სისტემატური მომზადება სჭირდება, ასევე სისტემური ცვლილებები ბევრ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.