სალომე სამადაშვილი - არ გაბედოთ ჩვენი რწმენის შეურაცხყოფა, არ დაგითმობთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვის უბედავთ?!
არ გაბედოთ ჩვენი რწმენის შეურაცხყოფა, ვის უბედავთ, რომ წაგვართვათ თავისუფლება, ევროპული მომავალი?! – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა დღევანდელ აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.
„საქართველოში მეორდება, ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ გაიმეოროს 1921 წელი, როცა გაუქმდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენ დავრჩით საბჭოთა იმპერიის კლანჭებში. ბიძინა, გამოიხედე და შეხედე, ეს არის ქართველი ხალხი. 1921 წელი არ მოხდება, საქართველო იქნება დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ ვიქნებით ევროპული სახელმწიფო და ხვალ რამდენიც გინდა, იმდენი შეშინებული საჯარო მოხელე დააყენე აქ.
ეს არის თავისუფალი ხალხი, ეს არის საქართველო, არასდროს დაგითმობთ ამ ქვეყანას, ვიბრძოლებთ ბოლომდე, სისხლის ბოლო წვეთამდე რწმენით. მეორედ არ გაბედოთ ჩვენი რწმენის შეურაცხყოფა, თქვენ მანქურთებო, მართლა ყოველგვარი რელიგიის, სამშობლოს, ყოველგვარი რწმენის გარეშე კორუმპირებულო ადამიანებო. ვის უბედავთ, ვის გაუბედეთ, რომ წაგვართვათ თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ევროპული მომავალი?! არ დაგითმობთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.