სალომე სამადაშვილი - აქციები გაგრძელდება, ვიდრე არ მივაღწევთ, რომ ხელისუფლებამ მოუსმინოს საკუთარ ხალხს, გადადგას აუცილებელი ნაბიჯები ვითარების განსამუხტად
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიცია შეთანხმებული სტრატეგიით მოქმედებს, რათა ხელისუფლებას ხალხის ხმა გააგონოს.
სამადაშვილის თქმით, ვიდრე ხელისუფლება ვითარების განსამუხტად აუცილებელ ნაბიჯებს არ გადადგამს, აქციები გაგრძელდება.
„ამიტომ აქციები გაგრძელდება, ვიდრე ჩვენ არ მივაღწევთ იმას, რომ ხელისუფლებამ მოუსმინოს საკუთარ ხალხს, მოუსმინოს ქართველ ამომრჩეველს და გადადგას ნაბიჯები, რაც აუცილებელია ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების განსამუხტად“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.