სალომე სამადაშვილი - აქციები გაგრძელდება, ნურავის ექნება ილუზია, რომ პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში მუშაობას განაახლებს
ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება და ნურავის ექნება ილუზია, რომ პარლამენტი მომავალ სასესიო კვირას მუშაობას გააგრძელებს.
სამადაშვილის თქმით, როგორც მოსამართლეების საკითხის, ასევე, სხვა საკითხების განხილვა უნდა გადაიდოს.
„სრული კონსესუსია იმაზე, რომ ამ შემადგენლობის დამტკიცება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. აქციას ვგეგმავთ ქუთაისში და ამ რეჟიმში გაგრძელდება პოლიტიკური აქტივობა. საპროტესტო ტალღა თბილისიდან სხვა ქალაქებში გაგრძელდება. ხელისუფლება დაინახავს, რომ ეს ტალღა არ არის ადვილად ჩასაქრობი, თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. პირველი შედეგი უკვე არის, რომ ნიკა მელია ხელისუფლებამ საზოგადოებრივი ზეწოლის შიშით ციხეში ვერ გამოკეტა”, – განუცხადა ჟურნალისტებს სალომე სამადაშვილმა.