სალომე სამადაშვილი - ალბათ აქციის მონაწილეები განიხილავენ სხვა გზებსაც, დაიწყება სხვადასხვა შენობების პიკეტირება
რაც უფრო ჯიუტად შეეწინააღმდეგება ხელისუფლება ხალხის ნებას, რომელიც ამ შემთხვევაში მოითხოვს გახარიას გადაყენებას, ვფიქრობ, მით უფრო გამწვავდება ეს კრიზისი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ალბათ აქციის მონაწილეები განიხილავენ სხვა გზებსაც, დაიწყება ალბათ სხვადასხვა შენობების პიკეტირება.
„უკან დახევას რომ არავინ აპირებს, ვიდრე გახარია არ დატოვებს თანამდებობას. ეს ალბათ ყველასთვის ნათელია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.