სალომე სამადაშვილი -ადამიანზე უკნიდან მიპარვა და თავზე ნაგვის დაყრა არაა გმირობა, ლაჩრობაა
გასაოცარია, განცხადებამ, რომ ადამიანისთვის თავზე ნაგვის დაყრა მიუღებელია, მსგავსი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამიტომ, მათთვის, ვინც ვერ გაიგო, ითხოვს, რომ ბოდიში მოვიხადო და ა.შ. კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ ვიტყვი-არასდროს, არანაირ ვითარებაში და არავისთვის, თავზე ნაგვის დაყრას არა აქვს გამართლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, არ არსებობს არანაირი გარემოება, რომელიც ამართლებს ადამიანზე ძალადობას.
არ არსებობს „მაგრამ“, არ არსებობს არანაირი გარემოება, რომელიც ამართლებს ადამიანზე ძალადობას და მისი ღირსების შელახვას, მიუხედავად იმისა, რას ვფიქრობ ამ ადამიანზე ან მის საქციელზე. ადამიანზე უკნიდან მიპარვა და თავზე ნაგვის დაყრა არაა გმირობა, ლაჩრობაა. „არ არსებობს დანაშაული, რომელიც ბრბოს მიერ განხორციელებულ მართლმსაჯულებას იმსახურებს“-აბრაჰამ ლინკოლნი. ადამიანებისთვის თავზე ნაგვის დაყრა, სწორედ ბრბობს მართლმსაჯულების ლოგიკიდანაა. ამიტომ, არასოდეს, არავისთან მიმართებაში და არსად გავამართლებ. გმადლობთ ყურადღებისთვის. ვისაც არ მოგწონთ ეს პოზიცია, აქ კომენტარების წერით თავს ნუ დაიღლით, არაა ჩემთვის საინტერესო თქვენი აზრი, საერთოდ“, – წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.
23 იანვარს, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეებმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით კი, გუშინ სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ „ერთნაირად სამარცხვინო ხალხია, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება“.
გასაოცარია, განცხადებამ, რომ ადამიანისთვის თავზე ნაგვის დაყრა მიუღებელია, მსგავსი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამიტომ…
Posted by Salome Samadashvili on კვირა, 24 იანვარი, 2021