სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში საპატიმროში ნიკა მელიას მონახულებას აპირებს
სალომე სამადაშვილის განცხადებით აპირებს, რომ უახლოეს დღეებში ნიკა მელია ციხეში მოინახულოს.
როგორც სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, აპირებს, რომ ნიკა მელიასთან ამნისტიასთან დაკავშირებით ისაუბროს.
„იცით, ჩვენ არ ვსარგებლობდით, მე დღემდე არ მისარგებლია პარლამენტის წევრის უფლებამოსილებით, მათ შორის საპატიმროში მონახულებით. მინდა, საზოგადოებას ესმოდეს, ჩვენ დავთანხმდით, რომ ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლებამდე მივიღებთ მონაწილეობას ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო მუშაობაში. შესაბამისად, ახლა მე უკვე ვისარგებლებ ჩემი უფლებით, რომ მოვინახულო ნიკა მელია საპატიმროში. აუცილებლად შევეცდები, უახლოეს დღეებში მქონდეს მასთან შეხვედრა. თუმცა, მათ შორის ველოდები იმასაც, რომ მეტი სიცხადე გვქონდეს ამნისტიის კანონპროქტთან დაკავშირებით. მქონდეს უკვე უფრო ნათელი წარმოდგენა, როგორ გამოიყურება „ამნისტიის“ პროექტი და ამასთან დაკავშირებით მასთან ვიმსჯელო “, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.