სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე პოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული არ არის
სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე პოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული არ არის

საბოლოოდ არაფერია გადაწყვეტილი, რადგან არაორდინალურ ვითარებაში ვართ, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე არ ვიცით, რეალურად რა სისტემით ჩატარდება არჩევნები და ეს ართულებს პოლიტიკურ დღის წესრიგს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, მაჟორიტარების კანდიდატებზე ჯერ საბოლოო პოზიციები ჩამოყალიბებული არ არის.

„მიდის მსჯელობა ბევრ საკითხზე. არ ვიცით, რომელი სისტემით ჩატარდება არჩევნები, საბოლოოდ კონსტიტუცია შეიცვლება თუ არა, ამიტომ მაჟორიტარების კანდიდატებზე ჯერ საბოლოო პოზიციები არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა გადაწყვეტილია, რომ მეორე ტურების შემთხვევაში ოპოზიცია მხარს დაუჭერს ერთმანეთის კანდიდატურებს. ვიდრე არ არის ყველაფერი სხვა გარკვეული, რათა ჩვენ ვიცოდეთ, რა პოლიტიკური ლანდშაფტი იქნება რეალურად ქვეყანაში ოქტომბრისთვის, ვფიქრობ, ადრეა რაიმე საბოლოო პოზიციების დაფიქსირება. საბოლოოდ არაფერია გადაწყვეტილი, რადგან არაორდინალურ ვითარებაში ვართ, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე არ ვიცით, რეალურად რა სისტემით ჩატარდება არჩევნები და ეს ართულებს პოლიტიკურ დღის წესრიგს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.