სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძის განცხადების შესახებ ინტერნეტით შეიტყო
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადების შესახებ ინტერნეტით შეიტყო.
საქართველოს პირველ არხთან საუბრისას, სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ის შეხვედრებს არ ესწრება და შესაბამისად, ამ ინფორმაციას არ ფლობს.
„არ ვიცი არაფერი. მეც ახლა ინტერნეტით გავიგე. ვერფერს გეტყვით. ალბათ, პარტია გააკეთებს განცხადებას. მე უბრალოდ არც შეხვედრებზე დავდივარ და არაფერი. ამიტომ თავს შევიკავებ. რამე რომ ვიცოდე, გეტყოდით.
არ ვარ საქმის კურსში და არ ვიცი, ეს განცხადება ნამდვილად გააკეთა, როდის და სად გააკეთა. მე პირადად საქმის კურსში არ ვარ. ამ განცხადების ნამდვილობაც კი არ ვიცი და აბა როგორ ვთქვა რამე“, – განაცხადა სამადაშვილმა.
გავრცელებულ განცხადებაში გრიგოლ ვაშაძემ პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.