სალომე სამადაშვილი - ასეთი სისასტიკე 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ არ გვახსოვს
წაგვართვეს დემოკრატიული არჩევანის გაკეთების უფლება და შემდეგ გვითხრეს, რომ თუ ამას გააპროტესტებთ, დაგერევით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„ასეთი ძალადობა საკუთარ ხალხზე მე არ მახსენდება. ალბათ აქ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ არ გვახსოვს ასეთი სისასტიკე. ეს არის ქვეყანაში ყველანაირი დემოკრატიული პროცესის გაუქმება. წაგვართვეს დემოკრატიული არჩევანის გაკეთების უფლება და შემდეგ გვითხრეს, რომ თუ ამას გააპროტესტებთ, დაგერევით. ახლა უკვე გადაკეტეს, როგორც ჩანს, არ უშვებენ მოქალქეებს რუსთაველზე მშვიდობიან მანიფესტაციაში მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელი მოვლენები მხოლოდ გაზრდის საპროტესტო მუხტს.
„ბიძინა ივანიშვილს თუ ჰგონია, რომ დღეს აქ წყალი მოგვასხა და ამიტომ მშვიდად გააგრძელებს ცხოვრებას, ძალიან ცდება“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის შესასვლელები ამ დროისთვის თავისუფალია. სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას ახდენდნენ, ტერიტორია დაატოვებინა. სპეცრაზმა აიღო გზის სავალ ნაწილზე განთავსებული კარვები და გზა გახსნა. აქცია ამ დროისთვის პარლამენტის შენობის წინ გრძელდება.