სალომე სადამაშვილი - „ქართულ ოცნებას“ შემიძლია მხოლოდ მოვუწოდო, რომ უზრუნველყოს სამართლიანობა და თავისუფალი არჩევანი, ვიდრე სათქმელს ქართველი ხალხი ეტყვის
„ქართულ ოცნებას“ შემიძლია მხოლოდ მოვუწოდო, რომ უზრუნველყოს საქართველოში სამართლიანობა და თავისუფალი არჩევანი, ვიდრე სათქმელს ქართველი ხალხი ეტყვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროვოკაციებს „ქართული ოცნება“ აწყობს და ამას ყველა ხედავს.
„მთავარი პროვოკაცია ეს არის ქართველი ხალხის თავისუფალი ნების აღსრულებისთვის წინააღმდეგობის შექმნა არჩევნებზე, მათ შორის ზეწოლის, მოსყიდვებისა და დაშინების გზით. ამიტომ, „ქართულ ოცნებას“ შემიძლია მხოლოდ მოვუწოდო, რომ უზრუნველყოს საქართველოში სამართლიანობა და თავისუფალი არჩევანი, ვიდრე სათქმელს ქართველი ხალხი ეტყვის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.