სალომე ფროდიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
სალომე ფროდიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სარეიტინგო სროლები მან და სლოვენიელმა მანია სლაკმა ერთნაირი შედეგით, 240.0 ქულით დაასრულეს, რითიც მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფდნენ. ბრინჯაოს მედალოსნის გამოსავლენად გადასროლა დაინიშნა, სადაც სალომემ 9.8 ქულა მოიპოვა, სლოვენიელმა – 9.1 და შედეგად, ბრინჯაოს მედალი სალომე ფროდიაშვილმა დაისაკუთრა.
მთავარ ფინალში, ოქროს მედლისთვის ერთმანეთს ხორვატი ანა ჩუკუსიჩი (144.0) და ჩეხი ანა მირეიოვსკა (242.5) გაეჯიბრნენ – ხორვატმა 16:12 მოიგო და ევროპის ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, რომ 7 მარტს ორმა ქართულმა წყვილმა (მარიამ ფროდიაშვილი-იოანე ხვარეშია, მარიამ აბრამიშვილი-გიორგი მუმლაძე) შერეულ წყვილებში ბრინჯაოს მედლები მოპოვეს.
ამრიგად, ორ დღის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს სამი ბრინჯაოს მედალი აქვს.