სალაჰი პრემიერლიგაში თებერვლის საუკეთესო მოთამაშეა
სალაჰი პრემიერლიგაში თებერვლის საუკეთესო მოთამაშეა

ინგლისის პრემიერლიგამ თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა. პრიზი “ლივერპულის” ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა მიიღო.

ზამთრის ბოლო თვეში ეგვიპტელმა სამი მატჩი გამართა ინგლისის ჩემპიონატში, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში სალაჰს 28 მატჩში 24 გოლი დაუგროვდა და “ტოტენჰემის” ფორვარდთან ჰარი კეინთან ერთად ლიდერობს ბომბარდირთა დავას. გარდა ამისა, ეგვიპტელი კეინთან, ლიონელ მესისთან (“ბარსელონა”) და ედინსონ კავანისთან (პსჟ) ერთად ლიდერობს “2018 წლის „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში.