საკრედიტო ისტორიის წარმოების წესი იცვლება - უქმდება ტერმინი „შავი სია“
ტერმინი „შავი სია“ უქმდება და მომხმარებელთა საკრედიტო ისტორიის წარმოების წესი იცვლება, – ეს არის ერთ-ერთი დღეს ამოქმედებული სიახლეებიდან საფინანსო ბაზარზე, რომლებიც საპროცენტო განაკვეთისა და სესხზე ხარჯის შემცირებას ითვალისწინებს.
სიახლის თანახმად, სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში, მოქალაქეებს აღარ მიენიჭებათ ნეგატიური საკრედიტო სტატუსი. საფინანსო ორგანიზაციები მხოლოდ იმას შეამოწმებენ, როგორ იხდიდა მსესხებელი დავალიანებას და შეაფასებენ, დასაშვებია თუ არა მასზე ახალი სესხის გაცემა.
ამასთან, საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროების მუშაობა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ ექცევა.