საკრებულოში შესაძლო კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით, ლევან ხაბეიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამოკითხვაზეა დაბარებული. საუბარი თბილისის საკრებულოში შესაძლო ნეპოტიზმსა და კორუფციულ სქემებს შეეხება.
“ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიჩნია, რომ არსებული დოკუმენტაცია საკმარისია გამოძიების დასაწყებად. დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით დღეს დაბარებული ვარ ბიუროში. ასევე, ანტიკორუფციულ სამსახურს ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას ბაღების სააგენტოში არსებულ სავარაუდო კორუფციაზე და დანაშაულის ხელის დაფარვაზე, რაზეც ჩვენ განცხადებაც გავაკეთეთ და ფარული ჩანაწერიც გავავრცელეთ”, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, მის დოკუმენტებში ასახულია 25 მაჟორიტარის ბიუროს სავარაუდო დანაშაული და ნეპოტიზმის ნიშნები.