საკრებულოს სხდომაზე ბექა დავითულიანსა და ლევან ხაბეიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სიტუაცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, ლევან ხაბეიშვილს შორის რამდენჯერმე დაიძაბა.
ბოლო დაპირისპირება უმრავლესობის ფრაქციის ხელმძღვანელს, ბექა დავითულიანსა და ლევან ხაბეიშვილს შორის მოხდა.
ბექა დავითუალიანმა ხაბეიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ თავის დროზე მას მერმა, კახი კალაძემ ადგილი საახალწლო ნაძვის ხეზე მოიუჩინა, თუმცა დავითულიანმა ხაბეიშვილს მიმართა „არ მინდა ცირკთან გაგიშვათ, რომ ბავშვები შეაშინოთ“.
„ქართული ოცნების“ ფრაქციის ხელმძღვანელის თქმით, იმ კამათიდან, რომელიც საკრებულოს სხდომაზეა, საზოგადოებამ ვერაფერი გაიგო.
„გისმენდით და მოსაბეზრებელია, ბოდიშს ვიხდი ჭიჭყინში გადასულ ერთმანეთთან კამათზე, პოლიტიკურ კულტურასთან სრულიად შეუსაბამოა. რა გაიგო საზოგადოებამ იქიდან, რაც ახლა სხდომაზე ხდება. იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებას გაეგო, რომ 100 ახალი ავტობუსი შემოვა, საბავშვი ბაღები უფრო უსაფრთხო გახდება და ძველი თბილისის რეაბილიტაცია იგეგმება, ხალხმა გაიგო, რომ 50 მილიონი გადავურიცხეთ კომპანიას და დადგა აპოკალიფსი“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.