თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომას, რომელზეც ბიუჯეტის პროექტი უნდა განიხილონ, კახა კალაძეც დაესწრება.
ამის შესახებ პირველი არხის კორესპონდენტი საკრებულოდან იუწყება.
საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრთა კომენტარებიდან გამომდინარე, ცნობილი იყო, რომ მთავარი მომსხსენებელი დღევანდელ სხდომაზე ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე იქნებოდა.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კალაძე საკმაოდ დაკავებულია, რომ ოპოზიციის პოლიტიკურ შოუში მიიღოს მონაწილეობა.
ცოტა ხნის წინ დასრულდა ბიუროს სხდომა, რომელზეც სამუშაო დღის წესრიგი დაამტკიცეს.
საკრებულოს სხდომა 16:00 საათისთვის დაიწყება.