საკრებულოს დეპუტატებს თარაზ შურღაიას, ალექსანდრე ხუჯაძესა და ავთანდილ ცინცაძის აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდათ
საქალაქო სასამართლომ საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებს თარაზ შურღაიას, ალექსანდრე ხუჯაძესა და ავთანდილ ცინცაძის აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.
პროკურატურა სამივე მათგანისთვის 5000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა.
დეპუტატები სხდომაზე ადვოკატების გარეშე გამოცხადდნენ, მიზეზად დაასახელეს ის, რომ მათ სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია პროცესის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეს.
შეგახსნებთ, რომ თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე 24 იანვარს დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ლევან ხაბეიშვილი დაშავდა. საკრებულოში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.