საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 27 თებერვალს რაგბიში საქართველო-რუსეთის მატჩზე მაყურებელთა 50 პროცენტი დაიშვება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 27 თებერვალს, რაგბის მატჩზე მაყურებლების 50 პროცენტი იქნება დაშვებული. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის 18:00 საათზე დაიწყება.
„27 თებერვალს იმართება საერთაშორისო მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, აღნიშნულ ღონისძიებაზე დასაშვები იქნება მაყურებელთა 50 პროცენტი“, – განაცხადა ღიბრაძემ.