საკონტინენტთაშორისო ფლეი ოფები ფრედ დასრულდა
საკონტინენტთაშორისო ფლეი ოფები ფრედ დასრულდა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საკონტინენტთაშორისო ფლეი ოფების პირველი მატჩები ერთნაირი ანგარიშით – 0:0 დასრულდა.

ჩრდილოეთ ამერიკის შესარჩევი ზონის მე–4 ადგილოსანმა ჰონდურასმა აზიის ზონის მე–5 გუნდს – ავსტრალიას უმასპინძლა.

თანაბარ თამაშში გოლის გატანა ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მფლობელის გარკვევა მეორე მატჩისთვის გადაიდო. შეხვედრა ოთხშაბათს, 15 ნოემბერს, სიდნეიში, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

ავსტრალიელები იმედოვნებენ, რომ საშინაო მატჩამდე მათი ნაკრების ლიდერი, ტიმ კეჰილი ტრავმას მოიშუშებს და “კენგურუებს” მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ მოხვედრაში დაეხმარება.

 

მეორე საკონტინენტთაშორისო ფლეი ოფში ერთმანეთს ფიფას რეიტინგის მე–10 ადგილოსანი პერუ (სამხრეთ ამერიკის ზონის მე–5 ადგილოსანი) და 122–ე ახალი ზელანდია (ოკეანეთის ზონის გამარჯვებული) შეხვდნენ.

მატჩში, რომელიც ზელანდიის დედაქალაქ ველინგტონში გაიმართა, უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ ანგარიშის გახსნა ვერ შეძლეს.

განმეორებითი შეხვედრა პერუს დედაქალაქ ლიმაში ხუთშაბათს, 16 ნოემბერს, თბილისის დროით 6:15 საათზე გაიმართება.

ახალი ზელანდიელები მსოფლიო ჩემპიონატზე აქამდე ორჯერ – 1982 და 2010 წლებში მოხვდნენ, პერუელებმა კი ამ ტურნირზე ბოლოს 1982 წელს ითამაშეს.