„საკონსტიტუციო სასამართლოზე ყოფილ მმართველ გუნდს გადამწყვეტი გავლენა ჰქონდა, რაც უხერხულზე მეტია“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე ყოფილ მმართველ გუნდს გადამწყვეტი გავლენა ჰქონდა, რაც უხერხულზე მეტია. ეს განცხადება კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე უმცირესობის საპასუხოდ გააკეთა.
საპარლამენტო უმცირესობამ სესიაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ევა გოცირიძის კენჭისყრის გადადება და ამ საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვა, თუმცა “ევროპული საქართველოს” მოთხოვნას საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.
“საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით ერთ რამეს ვიტყვი, – მგონი უხერხული იყო ის, რაც ამ ორგანოში 2004 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ხდებოდა, როდესაც ყოფილ მმართველ პარტიას საკონსტიტუციო სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა ჰქონდა. ეს იყო ცოტა უფრო მეტი ვიდრე უხერხული”, – განაცხადა კობახიძემ.