საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით მოსმენა ხვალ გაგრძელდება
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით მოსმენა ხვალ გაგრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით მოსმენა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება.

ამ წინადადებით მხარეებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ მიმართა, რაზეც მათ თანხმობა განაცხადეს.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.