საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის მსურველებმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადი 7 ივლისამდე უნდა წარადგინონ
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის მსურველებმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადი 7 ივლისამდე უნდა წარადგინონ.
აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს.
„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ წევრს უფლებამოსილების ათწლიანი ვადა მიმდინარე წლის ივლისში ეწურება. ახალი წევრი კი, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში, უნდა განამწესოს სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს ერთი თვისა და არაუგვიანეს ათი დღისა.
7 ივლისამდე დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია (ბიოგრაფია და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (ათონელის ქუჩა N25) ან, გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.