საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მაია კოპალეიშვილს ხვალიდან უფლებამოსილების ვადა ეწურება
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მაია კოპალეიშვილს ხვალიდან უფლებამოსილების ვადა ეწურება. საკონტიტუციო სასამართლოში ის 10 წლის წინ უზენაესი სასამართლოს კვოტით დაინიშნა.
ვინ იქნება მაია კოპალეიშვილის შემცვლელი, ჯერ უცნობია. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის თანახმად, უზენაეს სასამართლოს საკუთარი კანდიდატურა უკვე უნდა ჰყავდეს წარდგენილი, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსი მრჩევლის, გიორგი ლომთაძის განცხადებით, უზენაეს სასამართლოს კანდიდატი არ წარუდგენია.
საკონსტიტუციო სასამართლოში სულ ცხრა მოსამართლეა. აქედან სამს პარლამენტი, სამს პრეზიდენტი და სამს უზენაესი სასამართლო ნიშნავს. მომავალი წლის ივნისში უფლებამოსილების ვადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძესაც ეწურება.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები 10 წლის ვადით ინიშნებიან.