საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე ჰყავს
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე ჰყავს

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე ჰყავს. პრეზიდენტის კვოტით სასამართლოში გამწესებული თამაზ საბუტაშვილი 10-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ გიორგი თევდორაშვილმა ჩაანაცვლა. ის თსუ-ს პროფესორია.

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ცერემონიას პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა დაესწრო. იგეგმებოდა პრეზიდენტის მისვლაც, თუმცა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ განაცხადა, იგი ობიექტური მიზეზების გამო, ცერემონიაზე ვერ მივიდა.

„იგეგმებოდა პრეზიდენტის დასწრებაც, თუმცა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოვიდა, თუმცა კანონით ეს ხელს არ გვიშლის, ჩატარდეს ცერემონია“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.

საკონსტიტუციო სასამართლო 9 მოსამართლისგან შედგება. მოსამართლის უფლებამოსილება 10 წლის ვადით განისაზღვრება.