საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა
საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა „გირჩის“ სარჩელი, რომელშიც მოქალაქე გივი შანიძე მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საერთოდ გაუქმებას ითხოვდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბათუმიდან იუწყება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საქართველოში მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია.

სარჩელი სასამართლოში 2016 წლის 4 მარტს შევიდა. მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე სარჩელია შესული, რომელთა უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა.

საქმეს პირველი კოლეგია განიხილავდა.