საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე ბათუმში ხანძრის შედეგად დაღუპულთა და გარდაცვლილი სპეცრაზმელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს წუთიერი დუმილით დაიწყო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის წევრებმა და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებმა ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული სპეცრაზმელის, ვანო გოლაშვილის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
„გამოცხადებულია გლოვის დღე. მოგეხსენებათ, ბათუმში, ხანძრის შედეგად დაიღუპნენ ადამიანები, ასევე, დაიღუპა, სამწუხაროდ, ჩვენი სპეცრაზმელი, სპეცოპერაციის ჩატარების დროს და მინდა, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.