სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი სასწავლებლებისთვის საგადასახადო შეღავათის დაწესება იგეგმება
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის საგადასახადო შეღავათის დაწესება იგეგმება.
შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან.
კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების როგორც საკუთრებაში, ასევე სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ უსასყიდლოდ გადაცემული უძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში, გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან.
პროექტით, საგადასახადო შეღავათი გავრცელდება პირის მიერ იჯარით, უზურფრუქტით, ქირით, ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთზე ან საწარმოს მიერ ამავე ფორმით გადაცემულ შენობა-ნაგებობაზე იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონება გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში.
აღნიშნული ცვლილებების მიზეზად პანდემია და მისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები სახელდება.