„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტს წლიურ ანგარიშს უშუალოდ სამსახურის ხელმძღვანელი წარუდგენს
პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიურ ანგარიშს უშუალოდ სამსახურის ხელმძღვანელი წარუდგენს.
შესაბამისი ცვლილებები „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები დეპუტატები ირაკლი ქადაგიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი არიან.
მოქმედი კანონით, პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა, ანგარიშს წარუდგენს სამსახურის უფროსი ან მისი მოადგილე. ცვლილებებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის მითითების ამოღება ხდება. ცვლილებების მიღება ევროკომისიის რეკომენდაციებს უკავშირდება, რომელიც საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას გულისხმობს.