სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.

„საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით შემდგარი კომუნიკაციის შედეგად დამატებით გაირკვა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ აღნიშნულ სოფელში უკანონოდ იქნა დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

კერძოდ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ცხელი ხაზით აღნიშნული დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ამ შემთხვევაშიც ე.წ. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. ბრალდებით და უკანონოდ დაკავებულ პირს ე.წ. სასამართლოს მიერ „მიესაჯა“ ორთვიანი „წინასწარი პატიმრობა“. როგორც წინა განცხადებაშიც აღინიშნა, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით. საქართველოს მოქალაქეების მიმართ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით წარმოებს პერმანენტული კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით. ინფორმაცია მიეწოდება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.