სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - 2019 წელს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს შემადგენლობაში შეიქმნა კორუფციის პრევენციის სამსახური
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - 2019 წელს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს შემადგენლობაში შეიქმნა კორუფციის პრევენციის სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს შემადგენლობაში შეიქმნა კორუფციის პრევენციის სამსახური.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს პარლამენტს წარედგინა, ნათქვამია, რომ მნიშვნელოვნად გაძლიერდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობები.

„კორუფციის პრევენციის სამსახური უზრუნველყოფს კორუფციის აცილება/გამოვლენის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, საჯარო სექტორში კორუფციის რისკების ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას, სააგენტოს საგამოძიებო სტატისტიკური მონაცემების ანალიზსა და დამუშავებას, რის საფუძველზეც ხდება კორუფციისთვის მოწყვლადი ჯგუფებისა და სფეროების იდენტიფიცირება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება.

კორუფციის პრევენციის სამსახური ახდენს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებული შესაძლო კორუფციის რისკების შეფასებას და აღნიშნული რისკების შემცირება/აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას“,- აღნიშნულია სუს-ის დოკუმენტში.