სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა ოთხი პირი დააკავა
სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა ოთხი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის ბრალდებით, ოთხი საწარმოს ხელმძღვანელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულები, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობდნენ. მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, აღნიშნულ პირებს შორის წინასწარ ხდებოდა შეთანხმება, თუ რომელ კომპანიას უნდა გაემარჯვა ტენდერში. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მეწარმე სუბიექტების ნაწილი, ტენდერში მონაწილეობის პროცესში სპეციალურად იღებდა დისკვალიფიკაციას, რაც საშუალებას აძლევდა ბრალდებულებთან დაკავშირებულ ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიას, ტენდერი მაღალი ფასნამატით მოეგო. შედეგად, არსებითად დაირღვევა შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესი.

გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, ტენდერში მონაწილეობის მსურველი სხვა კომპანიის წარმომადგენელზე ახდენდა ზეწოლას, რათა ამ უკანასკნელს უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ტენდერებში მონაწილეობაზე“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ცნობით, საქმეზე დაკავებულ პირებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  1951 მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ.