სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ეთნიკურად აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
თეა ახვლედიანმა მათ მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
„გილოცავთ, ნოვრუზ ბაირამს. გაზაფხულის შემოსვლის და სიცოცხლის განახლების დღესასწაულს, გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას“, – ნათქვამია თეა ახვლედიანის მისალოც ტექსტში.