სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე პარლამენტს ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურები წარედგინა
სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე პარლამენტს ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურები წარედგინა

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად ორი კანდიდატურა წარედგინა.

აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენილები არიან ლონდა თოლორაია და ვალერი ლომუაშვილი. აღნიშნული კანდიდატურები დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება. ლონდა თოლორაია 2019 წლის თებერვლიდან დღემდე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორია.

რაც შეეხება მეორე კანდიდატს, ვალერი ლომუაშვილი დაზვერვის სამსახურის სისტემური განვითარების მიმართულების მრჩეველია.