სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის გამოძიების ფარგლებში გამოკითხვები მიმდინარეობს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვები მიმდინარეობს. გამოკითხვები მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ტარდება.
ინსპექტორის სამსახური უკვე დატოვა გლდანის მე-18 პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა, რომელმაც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხება მას არ ჰქონია და კითხვები ციხეში არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა.
ინსპექტორის სამსახურში ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების ერთი თანამშრომელი.
გამოკითხვაზე სავარაუდოდ მოსვლას აპირებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის ყოფილი წევრი, ექიმი ზურაბ ფაღავაც.