სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაფინანსება 1.6 მლნ ლარით გაეზრდება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სახელმწიფო დაფინანსება 1.6 მლნ ლარით გაეზრდება.
აღნიშნულ დაფინანსებას 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს დღეს წარედგინა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სახელმწიფო დაფინანსება 4.4 მლნ ლარს შეადგენს.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, სამსახურის დაემატა მთელი რიგი ახალი ფუნქციები, მათ შორის საგამოძიებო ნაწილი. უწყების შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით, საჭირო რესურსების დამატება ხდება. ასევე იზრდება უწყების საშტატო რიცხოვნობა 63 ერთეულით“, – განმარტავს მთავრობა.