სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელმა მიხეილ სააკაშვილი გამოკითხა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელმა მიხეილ სააკაშვილი გამოკითხა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელის ვასილ კაკაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი გამოიკითხა გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და დეტალური ინფორმაცია მიიღეს მისგან.

ვასილ კაკაშვილმა მედიასთან გამოკითხვის შინაარსზე საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

„დავუსვით ყველა კითხვა, რაც გვქონდა აღნიშნულ საკითხზე. კიდევ მოხდება სხვადასხვა პირის გამოკითხვაც, რომლებსაც ექნებათ საქმესთან დაკავშირებით რელევანტური ინფორმაცია. შესაძლოა, კიდევ გამოიკითხოს მიხეილ სააკაშვილი, თუ ამის საჭიროებას დავინახავთ. კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე იყო ბარიერი გამოკითხვის დროს, თუმცა შეფერხება არ გვქონია. მიმდინარე საქმეზე გამოკითხული არიან არა მხოლოდ ექიმები, არამედ 150-მდე პირი, როგორც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, ასევე ექიმები და სხვა საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები“, – განაცხადა ვასილ კაკაშვილმა.