სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს პარლამენტისთვის წლიური ანგარიშის წარდგენა მოუწევს.

ანგარიშის წარდგენის პროცედურა განსაზღვრულია პარლამენტის ახალი რეგლამენტით, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინსპექტორი წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის შესახებ.

ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიში მოიცავს – ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მდგომარეობისა და ამ მიმართულებებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას.