სახელმწიფო ე.წ. რიყის დოქებს ელექტრონულ აუქციონზე 95 მილიონ ლარად ყიდის
პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, თბილისის ცენტრალურ და ტურისტულად აქტიურ ზონაში მდებარე ე.წ. რიყის დოქები ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. ობიექტის საერთო ფართი მიწის ნაკვეთიანად 14 591.00 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
აუქციონის პირობების თანახმად, საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი მდებარეობს დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში შესაბამისად, ტერიტორიის განვითარების კონცეფციის ესკიზი (პროექტი) უნდა შეთანხმდეს თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან.
ელექტრონული აუქციონის საწყისი ფასი 95 000 000 მლნ ლარია. ობიექტის შესაძლო, სამომავლო განვითარების პროფილი მრავალფუნქციურია.
ელექტრონული აუქციონი მიმდინარე წლის 5 თებერვალს გამოცხადდა და 5 მარტს დასრულდება.