სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში საზეიმო მიღება გაიმართა
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში საზეიმო მიღება გაიმართა

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში საზეიმო მიღება გამართა.

ღონისძიებაზე საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, ასევე თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოები გამოიფინა.

გარდა ამისა, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმიდან და ბიბლიოთეკიდან მოპოვებული საზღვაო რუკები, რომლებზეც საქართველო ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით არის გამოსახული.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, დღევანდელი დღე მიულოცა და იმ მრავალწლიან ისტორიაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო დროშას აქვს.