სახელმწიფო დეპარტამენტში რექს ტილერსონისა და სერგეი ლავროვის შესაძლო შეხვედრას არ ადასტურებენ
სახელმწიფო დეპარტამენტში რექს ტილერსონისა და სერგეი ლავროვის  შესაძლო შეხვედრას არ ადასტურებენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რექს ტილერსონისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ.

ლავროვი ამერიკაში ვიზიტით ჩასვლას 18-19 იანვარს გეგმავს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას ინფორმაციით, ლავროვი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაში.

სწორედ ზახაროვამ განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში სერგეი ლავროვისა და რექს ტილერსონის შეხვედრა გაიმართება.