სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრები გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან და მათ დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდა
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრები გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან და მათ დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდა

მარკო რუბიო ინდოეთსა და პაკისტანს დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.

ბრიუსის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრები გამართა როგორც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ისე პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან. სატელეფონო საუბრების დროს რუბიომ მათ დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდა და მხარდაჭერა გამოხატა პირდაპირი დიალოგის მიმართ.

„რუბიომ ორივესთან სატელეფონო საუბარში ხაზი გაუსვა დაძაბულობის დაუყოვნებლივი შემცირების აუცილებლობას. მან გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა ინდოეთსა და პაკისტანს შორის პირდაპირი დიალოგისადმი და წაახალისა კომუნიკაციის გაუმჯობესება“, – აღნიშნა ბრიუსმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმედოვნებს ორივე მხრიდან დარტყმების შეწყვეტას და აღნიშნა, რომ მზადაა, დახმარება გაწიოს, თუმცა ვაშინგტონს არ შეუთავაზებია შუამავლობა დაძაბულობის განსამუხტად.

შეგახსენებთ, ინდოეთსა და პაკისტანს შორის სასაზღვრო მონაკვეთში შეიარაღებული კონფლიქტი მწვავდება. პაკისტანი ქალაქ ჯამუს ბომბავს.