სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ-ის მხრიდან თურქეთისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების მიყიდვა აშშ-ის, თურქეთისა და ნატო-ს მოკავშირეების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს მოემსახურება
აშშ-ის მხრიდან თურქეთისთვის F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვა მხარს დაუჭერს აშშ-ის, თურქეთისა და ნატო-ს ყველა მოკავშირის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თურქულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, როდის აპირებს სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვას, სპიკერმა აღნიშნა, რომ „პრეზიდენტი ბაიდენი, დიდი ხანია, ცხადად ამბობს, რომ მხარს უჭერს თურქეთის F-16-ის ფლოტის მოდერნიზებას, რაც ინვესტიციაა ნატო-ს თავსებადობაში“.
„კონგრესი თამაშობს მთავარ როლს იარაღის გაყიდვის განხილვაში და კონგრესის ზოგიერთმა წევრმა საჯაროდ განაცხადა, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე თურქეთის მხარდაჭერა მთავარი ფაქტორია, ვიდრე ისინი თურქეთისთვის F-16-ის მიყიდვას დაუჭერენ მხარს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.