აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ავღანეთიდან ევაკუირებულთა განსახლების კოორდინატორად ელიზაბეტ ჯონსი დანიშნა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ავღანეთიდან ევაკუირებულთა განსახლების კოორდინატორად ვეტერანი დიპლომატი ელიზაბეტ ჯონსი დანიშნა.
ჯონსი ზედამხედველობას გაუწევს ევაკუირებული ავღანელების დაბინავებამდე სრულ პროცესს.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოში ავღანეთიდან ევაკუაციის დაწყებისას, ამ ფუნქციას ავღანეთში ყოფილი ელჩი ჯონ ბასი ასრულებდა.